პროექტის შესახებ
AGREEN პროექტი
პროექტი ტრანს-სასაზღვრო ალიანსი კლიმატ-გონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზში / AGREEN/ მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და საერთაშორისო დონეზე ცოდნის გადაცემის საფუძვლის შექმნას, რაც კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მეტად განვითარებას, ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის უკეთ გამოყენებას შეუწყობს ხელს.AGREEN პროექტი მხარს უჭერს მდგრადი სოფლის მეურნეობის კონცეფციას, რაც არსებული სასოფლო-სამეურნეო სისტემების ტრანსფორმაციას, განვითარის ეფექტურ მხარდაჭერასა და კლიმატის ცვლილების პირობებში სასურსათო უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
გარდა ტრადიციული ინდუსტრიისა, სოფლის მეურნეობა შავი ზღვის აუზში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საფუძველიც არის. შესაბამისად, AGREEN პროექტი რეგიონში დაინტერესებულ მხარეებს შორის ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთის ტრანს-სასაზღვრო პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად. ეს ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაციას, რესურსებისა და ტექნოლოგიების გონივრულ გამოყენებას, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემებისა და რეგიონისთვის.
აქტივობების ჯგუფები
ტრანს-სასაზღვრო ქსელი შავი ზღვის რეგიონში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეგიონული ბრენდის შესაქმნელად
AGREEN პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა პრაქტიკოსთა ქსელზე დაფუძნებული თანამშრომლობის წახალისება, რაც ექსპერტებსა და მკვლევარებს (რომლებსაც პროფესიონალური ექსპერტიზა გააჩნიათ), ასევე პრაქტიკოსებსა და ფერმერებს (ვისაც ცოდნის, კვლევების შედეგებისა და მიგნებების პრაქტიკაში დანერგვის გამოცდილება აქვთ) შორის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. პროექტის კონსორციუმი შეეცდება საერთაშორისოდ აღიარებული საერთო ბრენდი შექმნას, რომელიც შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული პროდუქციის ნიშანდებისთვის იქნება გამოყენებული. ბრენდირებს სტრატეგიის განხორციელებას ხელს შეუწყობს საცალო და საბითუმო ლოჯისტიკური ცენტრების ინტერაქტიული რუკაც, რაც პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონს შორის მდგრადი მეთოდებით წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობას წაახალისებს.
კლიმატ-გონივრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები შავი ზღვის აუზში
პროექტის აქტივობების მეორე ჯგუფში AGREEN პრაქტიკოსთა ქსელი შავი ზღვის აუზში კონკრეტულ გარემო, სოციალურ და ეკონომიკურ პირობებზე მორგებულ სხვადასხვა ენდემური სახეობის მარცვლეულს გამოცდის. ცდები ჩატარდება პროექტის პარტნიორების მიერ სამ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ბულგარეთში, თურქეთსა და საქართველოში და ხელს შეუწყობს კლიმატ-გონივრული მოდელების შექმნას, რომლებით სარგებლობაც შეეძლებათ ფერმერებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. ამისი მიზანია კონსერვაციასა და მდგრად სოფლის მეურნეობაში ჩართულ ფერმერებს, მეწარმეებსა და პროფესიონალებს შორის ინფორმაციის გაცვლა, ერთმანეთისგან სწავლა და მდგრადი ფერმერული მეურნეობების ეფექტურობის გაზრდა. პროექტის GA T1 კომპონენტში გამოვლენილი შედეგები ხელმისაწვდომი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებისთვის, რაც მათ, კლიმატის ცვლილების პირობებში, ეფექტურობის გაზრდაში დაეხმარებათ.
ინტერნეტ პლატფორმა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლისთვის
დღევანდელ სამყაროსი ინტერნეტი და ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი სფეროს, მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ამიტომ, აქტივობების მესამე ჯგუფის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის ბარიერების აღმოფხვრა და მდგრადი წარმოების პოპულარიზაცია. კლიმატ-გონივრულ სოფლის მეურნეობაზე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი პლატფორმა, რაც კავშირებისა და სავაჭრო არხების შექმნას შეუწყობს ხელს. AGREEN პლატფორმა მწარმოებლებს, კოოპერატივებს, ასოციაციებსა და ექსპერტებს შორის ტრანს-სასაზღვრო კავშირებს შეუწყობს ხელს. მისი გამოყენებით დაინტერესებულ მხარეებს წარმოების პროცესების გაუმჯობესება, ერთმანეთისგან სწავლა, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და მიკვლევადობის გაზრდა შეეძლებათ.
კლიმატ-გონივრულ სოფლის მეურნეობაში მეწარმეობის შესახებ ცოდნის გავრცელება
შავი ზღვის აუზში სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია და კლიმატ-გონივრული პრაქტიკების დანერგვა დამოკიდებულია ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის მიზნობრივ გაუმჯობესებაზე. ფერმერებს ყველაზე მეტად ემუქრებათ კლიმატის ცვლილება, თუმცა მათვე შეუძლიათ დადებითი როლი ითამაშონ მისი გავლენის შემცირებაში. კლიმატ-გონივრული წარმოების პრაქტიკებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და შემოსავლების, სოფლის თემების კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის გაზრდა და კლიმატის ცვლილების შერბილება. ადგილობრივი ცოდნა და კვლევისა და ადგილობრივი საქმიანობის დაკავშირება უმნიშვნელოვანეს როლს თმაშობს კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომის პოპულარიზაციაში და ფერმერთა საარსებო წყაროების მდგრადობის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, აქტივობების ბოლო ჯგუფი მიზნად ისახავს ტრენინგ-კურსის „მეწარმეობა კლიმატ-გონივრულ სოფლის მეურნეობაში შავი ზღის აუზის ქვეყნებში“ შექმნას, რომელიც ადაპტირებული იქნება შერეულ მობილობაზე და ინტეგრირდება AGREEN პლატფორმაზე. სატესტო კურსი ჩატარდება საპილოტე ჯგუფთან, რომლის მონაწილეებიც მოგვიანებით ჩაატარებენ ტრენინგებს მათ ქვეყნებში და ცოდნას მათ თემებს გადასცემენ.