პროგრამის შესახებ
შავი ზღვის აუზის ENI CBC პროგრამა
შავი ზღვის აუზის ENI CBC 2014-2020 პროგრამა ეფუძვნება წინა პროგრამის თანამრომლობის ჩარჩოს, და ის აერთიანებს შავი ზღვის აუზის ENPI CBC 2007-1013 პროგრამის ცოდნასა და გამოცდილებას,რომელიც დაფინანსდა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავდა ძლიერი და მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას შავი ზღვის აუზის რეგიონში.
შავი ზღვის აუზის პროგრამა 2014-2020 არის ევროკავშირის ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ტრანს-სასაზღვრო თანამშრომლობის მიერ
(ENI CBC) და მიზნად ისახას შავი ზღვის აუზის რეგიონში მცხოვრები ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მდგრადი განვითარებისა და ერთობლივი გარემოსდაცვითი საქმიანობის გზით.
პროგრამის ორი ძირითადი ამოცანაა:
- ხელი შეუწყოს ბიზნესსა და მეწარმეობას შავი ზღვის აუზში;
- ხელი შეუწყოს შავი ზღვის აუზში გარემოს დაცვასა და საზღვაო დაბინძურების ერთობლივ შემცირებას.
ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ შავი ზღვის აუზის ENI CBC 2014-2020 პროგრამაში, ითვალისწინებენ წინა პროგრამის თანამშრომლობის ჩარჩოს და პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აერთიანებენ.
შავი ზღვის აუზის მონაწილე ქვეყნები არიან სომხეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, თურქეთი, უკრაინა, რუმინეთი და საბერძნეთი.
მთავარი ამოცანები
1.
ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა მოსაზღვრე ტერიტორიებზე
2.
საერთო გამოწვევების გადაჭრა გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში
3.
უკეთესი პირობების შექმნა ადამიანებისთვის, პროდუქციისა და კაპიტალის მობილობისთვის