AGREEN პროექტის ფოკუს-ჯგუფი გაიმართა თურქეთში

ტეკირდაგის ნამიკ ქემალის უნივერსიტეტმა (TNKU), როგორც CBC-ENI პროექტის AGREEN (BSB-1135) პარტნიორმა, 2021 წლის 31 მარტს მოაწყო ადგილობრივი ფოკუს-ჯგუფის დისკუსია. როგორც აქტივობა A.T1.3, AGREEN ფოკუს-ჯგუფი მიეძღვნა “საერთო ბრენდინგს”, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფერმერები, საწარმოები, მკვლევარები და საჯარო დაწესებულებების რეგიონული წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაზე.
AGREEN ბრენდინგის სემინარი “ტრანს-სასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობისათვის“ პროექტის რიგით მეორე ეროვნული ღონისძიება იყო თურქეთში.
AGREEN ფოკუს ჯგუფის ბრენდინგის სემინარი გაიხსნა პროფესორ დოქტორ ტოლგა ერდემის, TNKU-ს პროექტის კოორდინატორის მისასალმებელი სიტყვით. დოქტორმა დუიგუ დოგანმა დამსწრეებს გააცნო AGREEN პროექტის მიზნები, მისია და მოსალოდნელი შედეგები და ორი ძირითადი კონცეფცია – კლიმა-გონივრულ სოფლის მეურნეობა და პრაქტიკოსთა ქსელი. პროფესორმა, დოქტორმა ომერ აზაბაგალოღლუმ, საზოგადოებას გააცნო შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული კულტურებისა და პროდუქტების საერთო ბრენდინგის საჭიროება. მან ასევე მოდერაცია გაუწია ფოკუს-ჯგუფების დისკუსიებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიქმნას ერთობლივი ბრენდის გეგმა. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა და AGREEN პრაქტიკოსთა ქსელის წევრებმა განიხილეს საკითხები, მათ შორის ბრენდების საერთაშორისო აკრედიტაცია, კლიმატ-გონივრული საკვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრის კონკურენტუნარიანობა, პოტენციურ მომხმარებელთა პროფილი, ადგილობრივი მწარმოებლებისა და ფერმერების მოლოდინი და ბრენდის ერთობლივი იდენტობა.

პროექტი AGREEN: “ტრანს-სასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობისათვის” ექვსი პარტნიორის მიერ ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი და თურქეთი) ერთობლივად ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი ოპერაციული პროგრამით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის „შავი ზღვის აუზი 2014-2020“-ის ფარგლებში და თანადაფინანსებულია და მონაწილე ქვეყნების მიერ: სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვას რესპუბლიკა, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

Loading