ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი ოპერაციული პროგრამის 2014-2020 დაფინანსებით ახორციელებს პროექტს – „ტრანსსასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის“. AGREEN-ის პროექტი ეფუძნება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციას, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების შემსუბუქება, ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღება და ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის.