ტრენინგ კურსი „მეწარმეობის განვითარება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დარგში“ წარუდგინეს დაინტერესებულ მხარეებს სომხეთში 2022 წლის 19 დეკემბერს, მულტიპლიკატორების ქსელის შეხვედრის დროს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა მულტიპლიკატორების ჩართვით AGREEN ქსელის გაფართოება და კურსისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამისა და სასწავლო მასალების წარდგენა.
ღონისძიება მოეწყო ონლაინ რეჟიმში და მას ესწრებოდა 50-მდე წარმომადგენელი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან: სამთავრობო უწყებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებებიდან, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებიდან, მცირე და საშუალო საწარმოებიდან და ფართო საზოგადოებიდან.
ქვემოთ მოცემულია სომხურ ენაზე თარგმნილი პრეზენტაციები (ინტერნეტ-პლატფორმა; მოდული 1; მოდული 2; მოდული 3; მოდული 4; მოდული 5; მოდული 6).