2022 წლის 9 მარტს გაიმართა AGREEN-ის პარტნიორების საკოორდინაციო ონლაინ შეხვედრა

2022 წლის 9 მარტს პროექტის ექვსმა პარტნიორმა ონლაინ შეხვედრა გამართა AGREEN პროექტის მიმდინარეობისა და მომდევნო ეტაპების განსახილველად. გაეცვნენ მართვისა და შეფასების კომიტეტის მე-4 შეხვედრისთვის მზადების პროცესს, რომელიც მალე გაიმართება რუმინეთში. კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობის მოხსნა კარგი სიახლეა. ბოლოსდაბოლოს, თითქმის ყველა პარტნიორი შეძლებს კონსტანცაში ჩასვლას და პირისპირ შეხვედრას.

პარტნიორები აკვირდებოდნენ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისათვის კულტურათა მოდელების შემუშავების პროცესს. ექვსივე მოდელის დამუშავება დაასრულეს ექსპერტებმა და ამჟამად საბოლოო რევიზიისა და კორექტირების ეტაპზეა. ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს ექსპერიმენტულ სავარგულებზე გამოსაცდელად შემდეგი კულტურები შეარჩიეს: ტრიტიკალე (რომლის მოსაყვანად გამოყენებული იქნება კონვენციური და ნოუტილის მეთოდები), ბამი (მოიყვანენ ბიომეთოდით, ნაცვლად კონვენციური მეთოდისა), მზესუმზირა (გამოყენებული იქნება დამატებითი ირიგაცია), კაკალი (ირიგაციის სხვადასხვა პირობებში), ორგანული ხორბლის მოდელი და ბოლოს, სინტროპული მეურნეობის კულტურები.

პარტნიორ ქვეყნებში ღონისძიებების მორიგი სერიაა დაგეგმილი. ამიტომ, პარტნიორებმა დაიწყეს ადგილობრივი სემინარების დაგეგმვა (მარტი-მაისის პერიოდისთვის) AGREEN-ის ინტერნეტ პლატფორმის წარსადგენად და მზადება საერთაშორისო კონფერენციისათვის, რომელიც 2022 წლის ივნისში საბერძნეთში გაიმართება. და ბოლოს, AGREEN-ის ტრენინგ კურსი „წარმოება კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში“ შემუშავების პროცესშია და სილაბუსის საბოლოო ვერსია მალე გამოქვეყნდება. თვალი გვადევნეთ დეტალური ინფორმაციისათვის.

Loading