2021 წლის 29 ივლისს სომხეთში, ერევანში, გაიმართა საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია რეგიონული ბრენდინგის სტრატეგიის წარსადგენად

2021 წლის 29 ივლისს სომხეთში, ერევანში, გაიმართა შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის რეგიონული ბრენდინგის საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო სომეხი პარტნიორის – ფონდი ICARE-ის მიერ.

კონფერენციის მიზანი იყო პროექტის ექვსი პარტნიორის წარმომადგენლების შეკრება და  პირველი ჯგუფის ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებისა და  შავი ზღვის აუზში წარმოებული კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის პროექტის კონსორციუმის მიერ შემუშავებული ბრენდინგის სტრატეგიის წარდგენა.

ღონისძიება წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში – პროექტის ზოგიერთი პარტნიორის წარმომადგენელმა შეხვედრაში ფიზიკურად, ხოლო სხვებმა ონლაინ მიიღეს მონაწილეობა. მომხსენებლებმა ერთობლივად წარადგინეს პრეზენტაციები და მონაწილეობდნენ სადისკუსიო პანელში. ადგილობრივ მონაწილეებს შეეძლოთ ფიზიკურ გარემოში დასწრება. პროცესში ასევე ჩართული იყო ონლაინ აუდიტორია.

კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყო სომხურ ენაზე სინქრონული თარგმანით. ღონისძიება FB გვერდზე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და კონფერენციის ჩანაწერები ხელისაწვდომია ინგლისურ და სომხურ ენებზე. (link 1)(link 2)

განსაკუთრებული ძალისხმევა დაიხარჯა ღონისძიების ფართო პოპულარიზაციისთვის, რის შედეგადაც ღონისძიებაში მონაწილებდნენ სხვადახვა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი: ფერმერები, ექსპერტები, სახელმწიფო წარმომადგენლები და ა.შ. ღონისძიებას დაესწრო 100-ზე მეტი ადამიანი (ონლაინ და ფიზიკურ გარემოში).

კონფერენციის დღის წესრიგი, მომხსენებლების პრეზენტაციები, პრეზენტაციების შეჯამება და სადისკუსიო პანელის ძირითადი დასკვნები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. (ბმული)

Loading