2021 წლის 22 მარტს დაინტერესებულმა მხარეებმა საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს ფოკუს-ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში

2021 წლის 22 მარტს საქართველოში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ – ორგანული მეურნეობა და სოფლის ტურიზმის ქსელის მიერ, ონლაინ ფორმატში,  ჩატარდა ფოკუს-ჯგუფის სადისკუსიო შეხვედრა, დაინტერესებულ მხარეებთან მიზანშეწონილობის კვლევისა და AGREEN-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ბრენდინგის სტრატეგიის გეგმის განხილვის მიზნით.  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები პროექტის კონცეფციასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატ-გონივრული მეთოდით წარმოებული პროდუქტის საერთო ბრენდის შექმნის მიზანს გაეცნენ.

კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის ბრენდის მახასიათებლებთან დაკავშირებით შედეგები და რეკომენდაციები  დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილელ პროექტის გუნდმა და ექსპერტმა.

 

Loading