სომხეთში ფოკუს-ჯგუფი 2021 წლის 12 მარტს ჩატარდა

სომეხმა პარტნიორებმა, ფონდმა ICARE, შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის რეგიონული ბრენდის შესახებ დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესასწავლად ფოკუს-ჯგუფი მოაწყო.

ICARE-ს პროექტის ჯგუფმა წარუდგინა პროექტის მიზანი, ამოცანები, აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს, ფერმერებსა და ა.შ. მათ ერთად განიხილეს კლიმატ-გონივრული პროდუქციის მომხმარებლებში სხვადასხვა მარკეტინგული ინსტრუმენტებსა და მეთოდების გამოყენება, რათა საერთო ბრენდი იყოს ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი. სომხეთში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პერსპექტივებთან დაკავშირებით დისკუსიაზე 50-ზე მეტი წარმომადგენლის შეკრება იყო ძალიან პროდუქტიული იმ თვალსაზრისით, რომ საერთო ბრენდის შესახებ დაინტერესებული მხარეებისგან მივიღეთ და საინტერესო წინადადებები.

Loading