“ტრანს-სასაზღვრო ალიანსი კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზის რეგიონში” – AGREEN პროექტი, რომლის eMS კოდია BSB-1135, არის ექვსი ორგანიზციის ერთობლივი ინიციატივა – უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანზაციები და კვლევითი ცენტრი ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და საბერძნეთიდან. წამყვანი პარტნიორია დობრუჟას აგრარული და ბიზნესის სკოლა (DABS), რომელიც მდებარეობს ქალაქ დობრიჩში, ბულგარეთში. პროექტი განხორციელების პერიოდია 1.06.2020 და 30.11.2022, ENI CBC შავი ზღვის აუზის 2014-2020 პროგრამის მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტია 799,279.60 ევრო.
AGREEN პროექტის მიზანია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შექმნა ტრანს-ნაციონალური ქსელი და ცოდნის გადაცემის შესაძლებლობა მეწარმეებისთვის და პროფესიონალებისთვის.
პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს ტრანს-სასაზღვრო სავაჭრო კავშირების დამყარებას და სოფლის მეურნეობის და მომიჯნავე სექტორების მოდერნიზაციას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.
AGREEN პარტნიორები ახდენენ რესურსების მობილიზებას მდგრადი შედეგების მისაღწევად, რაც მოიცავს:
– პრაქტიკოსთა ქსელს და ორგანიზაციების ალიანსს რეგიონული ბრენდინგისთვის, ინტერნეტ კავშირებისა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის შესწავლას;
– რეგიონულ ბრენდს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატ-გონივრული მიდგომით წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის;
– ლოჯისტიკის ცენტრების ინტერაქტიულ რუკას საბითუმო და საცალო გაყიდებისთვის;
– გარემოსთან, სოციალურ და ეკონომიკურ პირობებთან ადაპტირებულ კლიმატ-გონივრულ კულტურების მოდელებს;
– ინტერნეტ პლატფორმას მწარმოებლებთან დაკავშირებისთვის;
– ინტეგრირებული ტრენინგები “შავი ზღის აუზის რეგიონში კლიმატ-გონივრულ სოფლის მეურნეობის დარგში მეწარმეობის განვითრება”;
– 3 საერთაშორისო ბიზნეს-კონფერენცია კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობაში. კონფერენციამ სასარგებლო შედეგი უნდა მოუტანოს ფერმერებს და მეწარმეებს, ახალგაზრდა ფერმერებს და პროფესიონალებს, სექტორულ ორგანზაციებს, დაინტერესებულ ჯგუფებს (არასამთავრებო ორგანიზაციები), უმაღლესი განათების და კვლევით ინსტიტუტებს.