AGREEN პროექტის ფოკუს-ჯგუფი გაიმართა რუმინეთში 2020 წლის დეკემბერში

ეროვნული ფოკუს-ჯგუფის შეხვედრები დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების შესასწავლად და შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის რეგიონული ბრენდის შემუშავებაზე რეკომენდაციების მისაღებად AGREEN პროექტის ფარგლებში გაიმართა. ეს იყო პირველი საჯარო ღონისძიება, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მას უმასპინძლა კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტმა (OUC). ღონისძიებას დაესწრო 30-ზე მეტი წარმომადგენელი, რომლებმაც რუმინეთში, განსაკუთრებით მის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პორესპექტივებზე დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. რეგიონი შავი ზღვის აუზის 2014-2020 წლების პროგრამის ნაწილია.

პროექტის გუნდმა OUC– ში პროექტის მიზანი, ამოცანები, აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები წარუდგინა კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ მხარეებს და სექტორში ჩართულ სხვადასხვა ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ფერმერებს, სტუდენტებს და ა.შ. მათ ერთად განიხილეს კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პროდუქციით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესების საუკეთესო გზები, სხვადასხვა მარკეტინგული საშუალებები და მეთოდები, რათა საერთო ბრენდი იყოს ფართო აუდიტორიისთვის ცნობადი.

Loading