ტრანსსასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისათვის (AGREEN)

სოფლის მეურნეობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და სოციალური ქვაკუთხედია. თუმცა, მის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს არასაკმარისი მდგრადობა, კლიმატის ცვლილებასთან  ნაკლები ადაპტაცია, რეგიონული რესურსების არაეფექტური გამოყენება და ორგანული პროდუქტების ნიშური მარკეტინგის გაფართოება. ამ სექტორის ტრანსფორმაცია და შავი ზღვის აუზში კლიმატგონივრული მიმართულებების დანერგვა უნდა მოხდეს სწრაფად და მასშტაბურად. ამის მიღწევის ერთადერთი გზაა ყველა დაინტერესებული მხარის – ახალგაზრდა ფერმერების და პროფესიონალების, ბიზნესის სექტორული ორგანიზაციების, ინტერესთა ჯგუფების (არასამთავრობო ორგანიზაციების), უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართვა.

                ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს AGREEN – პროექტი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციის, როგორც კლიმატის ცვლილების პირობებში სურსათის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სოფლის მეურნეობის სტრატეგიების შემუშავებას.  პროექტი ხორციელდება დობრუჟას აგრარულ და ბიზნეს-სკოლასთან (ბულგარეთი), კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტთან (რუმინეთი), ტეკირდაგის ნამიკ ქემალის უნივერსიტეტთან (თურქეთი), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ (საქართველო), აგრობიზნესის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან (სომხეთი) და აღმოსავლეთ თესალონიკის ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების სააგენტოსთან (საბერძნეთი) თანამშრომლობით.

                პროექტი „ტრანსსასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისათვის“ (AGREEN) მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და ტრანსნაციონალურ დონეზე ცოდნის გადაცემა/გავრცელების შესაძლებლობების შექმნას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.

                ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული იქნება პრაქტიკოსთა ქსელის (COP) მიდგომა, როგორც  პროფესიული  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ეფექტური მექანიზმი. ეს ხელს შეუწყობს რეგიონული ბრენდირების, ინტერნეტკავშირისა და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობის სფეროში ალიანსის შექმნას. გარდა ამისა, შეიქმნება რეგიონული ბრენდი შავი ზღვის აუზში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისათვის, რომლებიც კლიმატგონივრული მეთოდებით მზადდება. ბრენდირების სტრატეგიის განხორციელება უნდა დაერთოს საცალო და საბითუმო ვაჭრობის ლოგისტიკური ცენტრების ინტერაქტიული რუკის შედგენას, რაც ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონებში მდგრადი მეთოდებით წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობას. შავი ზღვის აუზში სხვადასხვა მეთოდის შესაფასებლად ბულგარეთში, თურქეთსა და საქართველოში პარტნიორების მიერ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოცდიან  მარცვლოვანი კულტურების ენდემურ სახეობებს. ამოქმედდება ინტერნეტპლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს მწარმოებლების დაკავშირებას და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციას შავი ზღვის აუზში. პლატფორმა უზრუნველყოფს შავი ზღვის აუზში მდგრადი, ბიო და ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლების, მათი კონტაქტებისა და სავაჭრო არხების, აგრეთვე  ონლაინსწავლების რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებას. შემუშავდება და გამოიცდება ტრენინგის კურსი – „მეწარმეობა შავი ზღვის აუზში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისათვის“, რომელიც ინტეგრირდება AGREEN პლატფორმაზე. პროექტის ფარგლებში, პარტნიორ ქვეყნებში ჩატარდება ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ციკლი, სამი საერთაშორისო ბიზნესკონფერენცია კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის საკითხებზე.

                პროექტი დაფინანსებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი ოპერაციული პროგრამით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის „შავი ზღვის აუზი 2014-2020“-ის ფარგლებში – პრიორიტეტი 1.2  „ტრანსსასაზღვრო შესაძლებლობების გაზრდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაციისთვის“. პროექტი გრძელდება 30 თვე –  01.06.2020-დან 30.11.2022-მდე /. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია: 799,279.60 ევრო / 3,014,930 ლარი.

Loading