გეგმა ბრენდირების სტრატეგიის

რეგიონული ბრენდი შავი ზღვის რეგიონში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პროდუქტების

AGREEN პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატ-გონივრული მეთოდებით წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეგიონული ბრენდირების მხარდაჭერა. ამ მიზნით პროექტის პარტნიორებმა ჩაატარეს მიზანშეწონილობის კვლევა და გამოავლინეს პარტნიორ ქვეყნებში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პოტენციალი, ადგილობრივი კონტექსტი და მომხმარებელთა ქცევა. შედეგად ექვსივე ქვეყანაზე გაკეთდა ანგარიშები: ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოს, სომხეთისა და საბერძნეთისთვის.

შემდეგ, კვლევის შედეგები გაანალიზდა და შეჯამდა შავი ზღვის აუზის რეგიონის გაერთიანებულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს საერთო გამოწვევებსა და ქვეყნებში ჩატარებული კვლევების ძირითად მიგნებებს.

საბოლოოდ, ექსპერტების მიერ, რეგიონული ბრენდისა და ბრენდირების სტრატეგიის გეგმა შემუშავდა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტის მარკეტინგისა და მწარმოებლების იმიჯის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

თქვენ შეგიძლიათ ანგარიშები ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული ბმულიდან.

გეგმა ბრენდირების სტრატეგიის

გეგმა რეგიონული ბრენდისა და ბრენდირების სტრატეგიის

რეგიონული ბრენდინრების სტრატეგიები, ბაზრის სირთულის და ეროვნული და რეგიონული კონკურენტუნარიანობის რეიტინგის მზარდი მნიშვნელობის გამო, დიდ მნიშვნელობას იძენენ. რეგიონული ბრენდის მდგრადი განვითარება, სათანადო მართვის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტიმულს ინვესტორების, მომხმარებლების, ბაზრების, ტურისტების მოსაზიდად და ადგილობრივი თემებისთვის შემოსავლის გამომუშავებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს ანგარიში მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ეროვნული და რეგიონული ბრენდის მდგრადი ბაზრის კონკურენტუნარიანობის სტრატეგიული იმპერატივების განსაზღვრას.

გეგმა დაფუძნებულია პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ზოგადად შავი ზღვის აუზში, კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პოტენციალის კვლევაზე, რომელიც განხორციელდა 2020-2021 წლებში AGREEN პროექტში ჩართული ექსპერტების მიერ. გეგმა მოიცავს შესაბამის მიგნებებსა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს როგორც პირველადი და მეორადი კვლევებიდან, ასევე პოლიტიკის ანალიზიდან.

რეგიონში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიზანშეწონილობის კვლევამ პოლიტიკის შემუშავებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაში გამოავლინა მრავალი საერთო გამოწვევა, სირთულე და ხარვეზი, რომლებსაც აწყდებიან დაინტერესებული მხარეები. იმისთვის, რომ პროექტს მთელი რეგიონისთვის ადექვატური სტრატეგია შეემუშავებინა, პარტნიორებმა შეისწავლეს თითოეული ქვეყნის სპეციფიკა, წარმოებული საქონლის პოტენციური მომხმარებლების პრეფერენციები და დამოკიდებულებები, ასევე პოლიტიკისა და კანონმდებლობის თავისებურებები. ბრენდირების სტრატეგიის გეგმა ასევე მოიცავს კონკურენციის საკითხებს და გვთავაზობს ქვეყნების თავისებურებების ხაზგასმას შავი ზღვის აუზში მოყვანილი პროდუქტის ბრენდირებისა და მარკეტინგის დროს.

რეგიონული ანგარიში შავი ზღვის აუზის ქვეყნების

მიზანშეწონილობის კვლევა შავის ზღვის აუზის ქვეყნების

ანგარიშის მიზანია, კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის ტენდენციების გაანალიზება და ბრენდირების სტრატეგიის განვითარებისთვის ჩარჩოსა და პრიციპების შეთავაზება, რაც შავი ზღვის რეგიონში სარგებელს მოუტანს როგორც მწარმოებლებს, ასევე ბაზრის მოთამაშეებს.

ეს კეთდება ცხოვრების ჯანსაღი წესის,  სუფთა სურსათისა და წყლის შესახებ მოხმარებლების აღქმის ცვლილების გათვალისწინებით, მარკეტინგის და დიჯიტალიზაციის, განსაკუთრებით ელექტრონული მარკეტინგული საკომუნიკაციო არხებისა და სადისტრიბუციო არხების კომბინაციით.

ანგარიში შეეხება კლიმატის ცვლილების ტენდენციებს და მის გავლენას შავი ზღვის აუზის ქვეყნებზე. კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციის მიმოხილვა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სოფლის მეურნეობის სექტორის ანალიზი, კლიმატის ცვლილების არსებულ დონესთან ერთად, გვაჩვენებს კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის სიძლიერეებისა და სისუსტეების, რომელიც წარმოიშვება მისი პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაში. ამასთან, ბიბლიოგრაფიისა და უახლესი ანგრიშების შესწავლა განსაზღვრავს არსებულ შესაძლებლობებსა და საფრთხეებს და ქმნის შესაფერის ნიადაგს ევროკავშირის დირექტივებთან ადაპტაციისთვის ან ქმნის სირთულეებსა და დაბრკოლებებს.

კვლევა ასევე გვაწვდის ინფორმაციას ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ, შეისწავლის ბაზრის მდგომარეობას და გლობალურ კონკურენციას, აღწერს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკისა და სადემონსტრაციო მოდელებს.

ქვეყნების ანგარიშები

მიზანშეწონილობს კვლევა ბულგარეთში

კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა დაფუძნებულია იდეაზე, რომ სოფლის მეურნეობა ფუნდამენტური დარგია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საპასუხოდ არა მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიმართ მისი მაღალი მოწყვლადობის გამო, არამედ როგორც პრობლემის ძირითადი წარმომქმნელი. გამომდინარე იქედან, რომ კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა არის ინტეგრირებული მიდგომა ლანდშაფტების, მარცვლეულის, პირუტყვის, ტყეების და მეთევზეობის მართვისთვის, რათა ადაპტირდეს კლიმატის ცვლილებასთან მდგრადი გზით და ასევე უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება მსოფლიოს მზარდი მოსახლეობისთვის, იგი ექცევა ეროვნული და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში როგორც კონცეფცია და განიხილება როგორც კლიმატის ცვლილების პირობებში სოფლის მეურნეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გასაღები.

ბულგარეთში კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედება ვლინდება ამინდის ცვალებადობაში, აგროეკოსისტემის საზღვრების გადანაცვლებაში, ინვაზიური სახეობებისა  და სარეველა მცენარეების გავრცელებაში, ექსტრემალური ამინდის სიხშირის ზრდაში. ეს ფაქტორები საფრთხეს უქმნის  მოსავლიანობას და პირუტყვის პროდუქტიულობას. ფერმერები უფრო მეტად აცნობიერებენ ამ საკითხს და ნერგავენ ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ინოვაციებს მიწათსარგებლობის მოდელებში.

ანგარიშში გამოვნელია ბულგარეთის სოფლის მეურნეობის სექტორის მდომარეობა და ქვეყანაში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომის დანერგვის პოტენციალი. ის მოიცავს ორგანული სოფლის მეურნეობის სტატუსისა და ეროვნული შესაძლებლობების შესწავლას ქვეყნის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით. არსებულ პოლიტიკისა და დაფინანსების შესაძლებლობების განხილვას ემატება ეროვნული და საერთაშორისო ბაზრების მრავალმხრივი ანალიზი. ანგარიშში ასახულია კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის განხორცილების სარგებელი და გამოწვევები, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული დასკვნები და  შესაძლო გადაჭრის გზები.

საბოლოოდ, გამოვლინდა რეგიონში განხორციელებული რამდენიმე პრაქტიკა, როგორც ქვეყანაში ამ მიდგომის განხორციელების კარგი მაგალითი.

მიზანშეწონილობს კვლევა საბერძნეთში

პლანეტის კლიმატი იცვლება და ამის თქმა დარწმუნებით შეიძლება.  გლობალური სურსათის უსაფრთხოებისთვის კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვანი გამოწვევევაა. ფერმერები, მესაქონლეები, მეთევზეები, ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ ჩვენს სურსათს, ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებით. სოფლად მოსახლეობა უნდა იყოს მოქნილი, რათა შეძლოს მზარდი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა წყლისა და მიწის რესურსების დეგრადაციის გარეშე. ეს არის მიზეზი, თუ რატომ არის საჭირო კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა.

 

საბერძნეთში სოფლის მეურნეობის სექტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მასში დასაქმებულია სამუშაო ძალის უმრავლესობა და მნიშვნელოვანი წვრილი შეაქვს  ქვეყნის მშპ-სა და სოფლის ეკონომიკის განვითარებაში. სათბური აირების ემისიების შესამცირებლად სახელმწიფოსა და სოფლად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, აშკარაა სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი გავლენა გარემოსა  და კლიმატზე.

 

კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობა, რომელიც კლიმატის ცვლილების პრობლების გადასაჭრელად და მოსავლის დასაცავად სხვადასხვა გადაწვეტილებას გვთავაზობს, საბერძნეთში არ არის ფართოდ გავრცელებული. ის მოიცავს მხოლოდ ცენტრალური მაკედონიისა და აღმოსავლეთ მაკედონიის – თრაკიის რეგიონს. მისი განვითარების მიზნით, უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერა, ფინანსური შესაძლებლობები, გამოყენებითი კვლევები, ცოდნისა და ცნობიერების გავრცელება მოხმარებლებსა და დაინტერესებულ მხარეებში.

ანგარიშში აღწერილია საბერძნეთის სოფლის მეურნეობის სექტორის მდომარეობა და ქვეყანაში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომის განხორციელების პოტენციალი. ის მოიცავს ორგანული სოფლის მეურნეობის სტატუსისა და ეროვნული შესაძლებლობების შესწავლას ქვეყნის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით. ანგარიშში ასახულია კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის განხორცილების სარგებელი და გამოწვევები, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული დასკვნები და  შესაძლო გადაჭრის გზები.

გამოვლინდა რეგიონში განხორციელებული კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის რამდენიმე პრაქტიკა, როგორც ქვეყანაში ამ მიდგომის განხორციელების კარგი მაგალითი.

მიზანშეწონილობს კვლევა თურქეთში

სოფლის მეურნეობის სექტორმა უნდა გადაჭრას  სამი ურთიერთკავაშირებული გამოწვევა: სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის მდგრადობის გაზრდა გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით; კლიმატის ცვილილების შედეგებთან ადაპტაცია; ატმოსფეროში სათბური აირების აკუმალიციის შემცირება. ამ მიზნების მისაღწევად FAO-მ შეიმუშავა და ხელს უწყობს კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციას.

 

თურქეთში კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობაზე. საკითხის გადასაჭრელად აგროწარმოებაში დაწყებული ადაპტაციის კვლევების მიუხედავად, მცირე და ეკონომიკურად სუსტი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, მათი არასაკმარისი სიმძლავრე, დანაწევრებული და მიმოფანტული მიწები ართულებს გამოსავალის პოვნას. ამ პრობლემის გადაჭრა ხელს შეუწყობს კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვას.

თურქეთში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის SWOT ანალიზი ავლენს ბევრ გამოწვევას და, ამავე დროს, ამ გამოწვევების დაძლევის პოტენციალს. კვლევა ჩატარდა თრაკიის რეგიონში, რომელიც მიეკუთნება შავი ზღვის აუზის ტერიტორიას.  ანგარიშში, ახალი მიდგომის მდგრადობის შესწავლის მიზნით, შემოთავაზებულია ადაპტაციის, შერბილების და გამძლეობის პრაქტიკა მოსავლის ექპერიმენტულ მოდელებთან ერთად.

 

ანგარიშში აღწერილია თურქეთის სოფლის მეურნეობის სექტორის მდომარეობა და ქვეყანაში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მიდგომის დანერგვის პოტენციალი. ის მოიცავს ორგანული სოფლის მეურნეობის სტატუსისა და ეროვნული შესაძლებლობების შესწავლას ქვეყნის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით. ანგარიშში ასახულია მისი დანერგვის სარგებელი და გამოწვევები, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე მიღებული დასკვნები და  შესაძლო გადაჭრის გზები.

 

ქვეყანაში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციის ადაპტაციის და გამოყენების პოტენციალის შეფასების მიზნით, რეგიონში მოხდა ექვსი პრაქტიკის გამოვლენა და აღწერა.

მიზანშეწონილობის კვლევა რუმინეთში

შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული სექტორი. ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუმინეთის ეკონომიკაში. მიუხედავად იმ ასპექტისა, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია არ მოიცავდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას, გასათვალისწინებელია ნიადაგის რესურსები შეზღუდულობა, კონსერვაციის სტრატეგია და გარემოს მდგომარეობის შენარჩუნება და, შესაბამისად, მისი მდგრადობა.  გამოცდილებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შესაძლებელია მოხდეს, როდესაც ამ პროცესის მონაწილეები: ფერმერები, ასოციაციაციიები, კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ადმინისტრაციული ინსტიტუციები ერთიანდებიან, რათა ჩამოაყალიბონ მოსახლეობისთვის სასარგებლო ახალი პარადიგმა.

რუმინეთში მიზანშეწონილობის კვლევა შემუშავდა კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის იდეის სიცოცხლისუნარანობის შესამოწმებლად და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ეკომეგობრული პროდუქტის საერთო ბრენდით პოზიციონირებისთვის. გაანალიზდა ის პოტენციური პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია წარმოიშვას სოფლის მეურნეობის სექტორის მოდერნიზაციისა და რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში. კვლევა, ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინების შემდეგ, გვთავაზობს როგორ უნდა გაგძელდეს აღნიშნული განვითარება.

კვლევაში აღწერილია რუმინეთში მდგრადი სოფლის მეურნეობის ფუქციონირებისთვის სპეციფიკური პირობები,  პოტენციური ბარიერები, კონკურენცია და ამ მიდგომის შესასრულებლად საჭირო დაფინანსება.

საბოლოოოდ,  წარმოდგენილია რეკომენდაციები რუმინეთში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვისა და განვითარებისთვის. ასევე, ნაჩვენებია კარგი მაგალითები ქვეყანაში არსებული პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად.

მიზანშეწონილობის კვლევა საქართველოში

საქართველოში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ კვლევა ჩატარდა ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. მასში განხილულია შემდეგი საკითხები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ზოგადი მდგომარეობა; კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ზოგადი მიმოხილვა;

საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულა კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მიმართ;

სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართული ორგანიზაციების დამოკიდებულება კლიმატ-გონივრული სოფლის  მეურნეობაში მიმდინარე აქტივობებისა და ტენდენციების მიმართ.

გარდა ამისა, გაანალიზდა ქვეყანაში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის დადებითი და უარყოფითი ეფექტი ქვეყნის სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით.

კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის ნაკლებად პოპულარობის მიუხედავად, საქართველომ ბოლო წლებში დაიწყო სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატ-გონივრული მეთოდების დანერგვის პროცესი, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული წარმოების მომგებიანობის გაზრდასთან, დაბალ ხარჯებთან და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებასთან. ამ პროცესის შედეგად, გამოვლინდა ხუთი წარმატებული მოდელი, რომლის აღწერაც მოხდა ეროვნულ ანგარიშში.

მიზანშეწონილობის კვლევა სომხეთში

სომხეთის რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია.  2019 წელს მისი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენდა 13%-ს.

მიზანანშეწონილობის კვლევამ, რომლის  მიზანს წარმოადგენდა სომხეთში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესწავლა, გამოავლინა მრავალი გამოწვევა და ურთიერთდაკვაშირებული შესაძლებლობა. კვლევის ფარგლებში განხილულია სომხეთში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული ზოგადი მდგომარეობა, ასევე, პოლიტიკა, დაინტერესებული მხარეები და ადგილობრივი ბაზრები, შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული მეთოდით წარმოებული პროდუქტის განთავსების პოტენციალი.

ქვეყანაში ჩატარდა კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის პოტენციალის სიღმისეული ანალიზი, გამოიკვეთა სიძლიერეები, სისუსტეები, შესაძლებლობები და საფრთხეები.

სომხეთში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკა მოიცავს ორგანულ წარმოებას, სასათბურე მეურნეობებს, ინტესნიურ ბაღებსა და ფერმებს, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელიც შეიცავს კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის ერთ ან რამდენიმე ელემენტს, როგორებიცაა წვეთოვანი ირიგაცია, საფარი კულტურები და მულჩირება, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები, წარმოების ინტენსიფიკაცია და ა.შ.

კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობისა და მისი ელემენტების პრაქტიკა ქვეყანაში სულ უფრო მეტად პოპულალური ხდება. მოცემულ ანგარიშში განხილულია  არსებული პრაქტიკის ხუთი მაგალითი.

GET IN TOUCH