ბულგარეთში, ქალაქ დობრიჩში მულტიპლიკატორების ქსელის შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 20 დეკემბერს
ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ ახალგაზრდა ფერმერების განათლებას, მოტივაციას და ერთმანეთთან დაკავშირებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებით და პერსპექტივებით. აქცენტი გაკეთდა AGREEN ინტერაქტიული პლატფორმის პრეზენტაციაზე და მის შესაძლებლობებზე, უზრუნველყოს ღია საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა კურსისთვის „მეწარმეობის განვითარება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დარგში“.
Read moreსაერთაშორისო ტრენინგი „მეწარმეობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებში“ ჩატარდა დობრიჩში, ბულგარეთში – AGREEN – ის პროექტის ფარგლებში
22-25 ნოემბერს, დობრუჯას აგრარული და ბიზნესის სკოლის (DABS) მასპინძლობით, პროექტ „სასაზღვრო ალიანსი კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზში“ /AGREEN/,
Read moreAGREEN-ის გუნდი ვიზიტისათვის 2022 წლის ივლისში საქართველოში იმყოფება და პირველ საველე გასვლას ახორციელებს
2022 წლის 11-13 ივლისს AGREEN-ის პროექტის პარტნიორების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, რომელსაც მასპინძლობდა პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოდან - ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“. ქართველი კოლეგების დახმარებით, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა მოინახულეს საექსპერიმენტო ნათესები და სოფელ წნისში მდებარე მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“, სადაც დაათვალიერეს სამოდელო კულტურების ნაკვეთები - ბიოხორბლის სავარგული და და სინტროპული სოფლის მეურნეობის მოდელი.
Read moreსაერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია „ინტერნეტ კავშირები BSB-ში“ გაიმართა 2022 წლის 28 ივნისს სალონიკში, საბერძნეთში
საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია „ინტერნეტ კავშირები BSB-ში“ გაიმართა 2021 წლის 28 ივნისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, რომელსაც მასპინძლობდა ჩვენი პარტნიორი საბერძნეთიდან - ადგილობრივი განვითარების ორგანიზაცია „ანატოლიკი“.
Read moreპირველი საველე გასვლა თურქეთში განხორციელდა 2022 წლის ივნისში
AGREEN პროექტის ფარგლებში საველე გასვლის პირველ დღეს, პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ თურქეთში, თეკირდაღის რეგიონში, ექსპერიმენტული ნაკვეთების ადგილზე სანახავად. პირველ დღეს ასოციაცია DABS-ის (ბულგარეთი), ტეკიდარგის ნამუკ კემალის უნივერსიტეტის (TKNU) (თურქეთი) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ (საქართველო) წარმომადგენლებმა, ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოდელები წარმოადგინეს. გარდა ამისა, მასპინძელი პარტნიორის, TKNU-ს სახელით, პროფესორმა, დოქტორმა ფატიჰ კონუკჩუმ მონაწილეებს თურქეთის სოფლის მეურნეობის ისტორია და თრაკიის რეგიონის თანამედროვე სოფლის მეურნეობის სპეციფიკა გააცნო.
Read moreAGREEN ინტერნეტ პლატფორმის პრეზენტაციის მიზნით 9 ივნისს 2022 ბულგარეთში ადგილობრივი ბიზნეს-სემინარი გაიმართა
9 ივნისს ასოციაცია DABS-მა ინტერნეტ პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით 9 ივნისს 2022 ბულგარეთში ადგილობრივი ბიზნეს-სემინარი გამართა.
Read moreპირველი საველე გასვლა ბულგარეთში
30 და 31 მაისს პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ დობრიჩში, ბულგარეთში, პირველი საველე გასვლისთვის - ექსპერიმენტისთვის შერჩეული სამოდელო კულტურების დასათვალიერებლად. 2 დღიან ღონისძიებას, რომელსაც პროექტის პარტნიორებისა და პროექტის გუნდის წევრების მიერ დანიშნული „პრაქტიკის საზოგადოების“ კოორდინატორები ესწრებოდნენ, წამყვანი პარტნიორი - დობრუჯის აგრარული და ბიზნეს სკოლა მასპინძლობდა. ვიზიტის პირველ დღეს ბულგარეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ჩამოსულმა პარტნიორებმა წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული კულტურათა მოდელები და ამ მოდელების გამოცდის შედეგები, აგრეთვე განსახორციელებელი მომდევნო ეტაპები და სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებული მოლოდინები.
Read moreსომხეთში დაინტერესებული მხარეებისთვის AGREEN ინტერნეტ პლატფორმისა და მისი სერვისების პრეზენტაცია გაიმართა
2022 წლის 26 მაისს ერევანში მდგრადი სოფლის მეურნეობის მწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ ინტერნეტ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა.
Read moreკლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ინოვაციური ქსელური ინსტრუმენტებით
ოთხშაბათს, 2022 წლის 4 მაისს, AGREEN ევროპული პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი“ ფარგლებში, ნოეზისის სამეცნიერო ცენტრსა და ტექნოლოგიების მუზეუმში, გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ინოვაციური ქსელური ინსტრუმენტებით“. შეხვედრამ, რომელიც ორგანიზებული იყო ანატოლიკი ს. ა. / ადგილობრივი განვითარების ორგანიზაციის მიერ, ვასილიკას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან თანამშრომლობით წარმატებით ჩაიარა.
Read moreკონფერენცია „დედამიწის – ჩვენი ყოველდღიური პლანეტის დღე“ კონსტანცაში, ოვიდიუსის უნივერსიტეტში
2022 წლის 13 აპრილს, ჩვენმა რუმინელმა პარტნიორმა - კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტმა, საბუნებისმეტყველო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აღნიშნა „დედამიწის - ჩვენი ყოველდღიური პლანეტის დღე“.
Read more