საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია „ინტერნეტ კავშირები BSB-ში“ გაიმართა 2022 წლის 28 ივნისს სალონიკში, საბერძნეთში

საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია „ინტერნეტ კავშირები BSB-ში“ გაიმართა 2021 წლის 28 ივნისს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში, რომელსაც მასპინძლობდა ჩვენი პარტნიორი საბერძნეთიდან – ადგილობრივი განვითარების ორგანიზაცია „ანატოლიკი“.

კონფერენციის მიზანი იყო ფერმერების, აგრომწარმოებლების და პროექტის სხვა დაინტერესებული მხარეების  ცნობიერების  ამაღლება და პრაქტიკული ცოდნის გაუმჯობესება ინტერნეტ-მოდერნიზაციის შესაძლებლობებისა და ონლაინ ურთიერთობის უპირატესობების შესახებ, სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.

ღონისძიება ორგანიზებული იყო პროექტის ყველა პარტნიორის მონაწილეობით ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და საბერძნეთიდან. ეს პირველი საერთაშორისო ღონისძიება იყო, რომელსაც ყველა პარტნიორი პირადად ესწრებოდა. პარტნიორი ორგანიზაციების ძალისხმევით, კონფერენციის სესიებსა და დისკუსიებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენლები, ფერმერები, ექსპერტები, სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვ. პარტნიორმა ასევე მოიწვიეს გარე ექსპერტები და აგრო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მომუშავე საწარმოების მფლობელები, რომლებიც პროექტის კონსორციუმთან ერთად ესწრებოდნენ ღონისძიებას.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დასასწრებად მოიწვიეს ადგილობრივებიც. პროექტის გუნდი მოხარული იყო თერმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისა და სხვა სტუმრების დასწრებით, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ადგილობრივი ინოვაციებისა და სანიმუშო პრაქტიკების პრეზენტაციაში.

კონფერენციის მასალები: კონფერენციის დღის წესრიგი, მომხსენებელთა პრეზენტაციები, პრეზენტაციების მოკლე მიმოხილვა და დისკუსიების დროს გამოტანილი ძირითადი დასკვნები ხელმისაწვდომია ქვემოთ. კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური, შესაბამისად ძირითადი მომხსენებლების მასალები და პრეზენტაციებიც წარმოდგენილი იყო ინგლისურ ენაზე.

Loading