2023 წლის 30 მაისს, ჩატარდება დასკვნითი ღონისძიება ტრანსსასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისათვის (AGREEN) პროექტის ფარგლებში. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. დეტალებისთვის იხილეთ დღის წესრიგი.
შეხვედრის მიზანია მონაწილეებისთვის პროექტის შედეგების გაცნობა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია და მოგვწეროთ მონაწილეობის შესახებ ელექტრონულ ფოსტაზე projects@elkana.org.ge 2023 წლის 29 მაისის ჩათვლით.
პროექტი AGREEN მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და ტრანსნაციონალურ დონეზე ცოდნის გადაცემა/გავრცელების შესაძლებლობების შექმნას კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად.
პროექტი ხორციელდება დობრუჯას აგრარულ და ბიზნეს-სკოლასთან (ბულგარეთი), კონსტანტას ოვიდიუსის უნივერსიტეტთან (რუმინეთი), ტეკირდაგის ნამიკ ქემალის უნივერსიტეტთან (თურქეთი), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ (საქართველო), აგრობიზნესის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ცენტრთან (სომხეთი) და აღმოსავლეთ თესალონიკის ადგილობრივი ხელისუფლების განვითარების სააგენტოსთან (საბერძნეთი) თანამშრომლობით.
პროექტი დაფინანსებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი ოპერაციული პროგრამით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის „შავი ზღვის აუზი 2014-2020“-ის ფარგლებში – პრიორიტეტი 1.2 „ტრანსსასაზღვრო შესაძლებლობების გაზრდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული სექტორების მოდერნიზაციისთვის“. პროექტი გრძელდება 30 თვე – 01.06.2020-დან 30.11.2022-მდე /. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია: 799,279.60 ევრო / 3,014,930 ლარი.
AGREEN Final Conference invitation and agenda GE