2023 წლის 31 იანვარს, პროექტის „ტრანს-სასაზღვრო ალიანსი კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზის ქვეყნებში“, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა “მეწარმეობის განვითარება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დარგში”. შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
- კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფცია და მიდგომები.
- კლიმატისადმი მდგრადი აგროსასურსათო ღირებულებათა ჯაჭვები.
- მეურნეობის მდგრადი მართვა.
- კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება.
- მდგრადი სოფლის მეურნეობის პროდუქტის მარკეტინგი.
- საერთაშორისო ვაჭრობა და თანამშრომლობა.
დეტალებისთვის იხილეთ თანდართული დღის წესრიგი.
შერეული ფორმატის (ონლაინ და პირისპირ) შეხვედრას ესწრებოდა 30 მონაწილე.
Agenda