ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ ახალგაზრდა ფერმერების განათლებას, მოტივაციას და ერთმანეთთან დაკავშირებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესაძლებლობებით და პერსპექტივებით. აქცენტი გაკეთდა AGREEN ინტერაქტიული პლატფორმის პრეზენტაციაზე და მის შესაძლებლობებზე, უზრუნველყოს ღია საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა კურსისთვის „მეწარმეობის განვითარება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დარგში“.
მონაწილეებს საშუალება მიეცათ პროექტის გუნდისგან და ექსპერტებისგან გაეგოთ შავი ზღვის აუზის კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციისა და მიდგომების; კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში ღირებულების ჯაჭვების; ფერმის მდგრადი მართვის; კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დაფინანსების; მდგრადი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარკეტინგისა და საერთაშორისო ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
A.T4.3-ME-Bulgaria-Agenda