22 აპრილი – დედამიწის დღე, გაუფრთხილდით ბუნებას ყოველ დღე!

კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ კონფერენციაზე „დედამიწა – ჩვენი ყოველდღიური პლანეტა“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ორგანიზებულია AGREEN პროექტის შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი“ ფარგლებში.

კონფერენცია გაიმართება 2022 წლის 13 აპრილს, ოთხშაბათს, 12 საათზე, კონსტანცაში, ოვიდიუსის უნივერსიტეტის ხეივანში  no. 1, კორპუსი B, ოთახი P23. მათთვის, ვისაც სურს კონფერენციას ონლაინ ადევნოს თვალი, პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება მისამართზე https://ovidius.webex.com/meet/irina.moise

შეხვედრის მთავარი მიზანია ისეთი თემების ჩამოყალიბება, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეკომეგობრული მეთოდებით უძღვებიან. ეს ნიშნავს იმ ადამიანების დაკავშირებას და ჯგუფად გაერთიანებას, რომელთაც საერთო საზრუნავი აქვთ და ენთუზიაზმით უდგებიან იმ საქმეს, რასაც აკეთებენ, სწავლობენ როგორ გააკეთონ ეს საქმე შეძლებისდაგვარად კარგად, ვინაიდან მუდმივად ურთიერთობენ. განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ნიადაგის დაცვა, ნიადაგის თვისებების შენარჩუნება, კავშირი ნიადაგს, მცენარეს, წყალსა და ჰაერს შორის, ჯანსაღი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, ბუნების დაცვასთან დაკავშირებული ხალხური ადათ-წესები და ტრადიციები, მიწა, როგორც შესწავლის და როგორც ხალხურ ტრადიციებსა და რელიგიაში ასახული ობიექტი, ანთროპოგენური საქმიანობა და საზოგადოების განვითარების მიმართულებები.

Agenda EN

Loading