ადგილობრივი ბიზნეს სემინარი, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდგრადი მწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ინტერნეტ პლატფორმის წარსადგენად

გუშინ, 2022 წლის 23 მარტს, კონსტანცას „ოვიდიუსის“ უნივერსიტეტში გაიმართა მდგრადი აგრომწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ინტერნეტ პლატფორმის (AGREEN პლატფორმა) საპრეზენტაციო ადგილობრივი ბიზნეს სემინარი.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა AGREEN პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი“  ფარგლებში (კონტრაქტი No. BSB 1135, აქტივობა A.T.3.3) ჰიბრიდული ფორმით (ფიზიკურ გარემოში და ონლაინ).

სემინარს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ინტერნეტ პლატფორმისა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და პოპულარიზაცია და, აგრეთვე მისი მუშაობისა და დაინტერესებული მხარეების საჭიროებებთან შესაბამისობის შემოწმება.

სემინარზე წარმოდგენილი იყო Agreen პროექტი, მდგრად სოფლის მეურნეობაში მწარმოებელთა თანამშრომლობის ინტერნეტ პლატფორმა, აგრეთვე, ინფორმაცია ინტერნეტ პლატფორმის სერვისების შესახებ, სახელდობრ, კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში წარმოების სწავლება.

პროექტის გუნდთან ერთად, რომელიც შედგება კონსტანცას „ოვიდიუსის“ უნივერსიტეტის პროფესორებისაგან (პროექტის კოორდინატორი (პროფესორი, დოქტორი ლილიანა პანაიტესკუ), პრაქტიკის საზოგადოების კოორდინატორი (ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ირინა მოისე), პროექტის ექსპერტები (პროფესორი, დოქტორი ვალენტინა პომაზანი – კურსის შემუშავების ექსპერტი; ასისტენტი, დოქტორი სიმონა პრიკოპი – ინტერნეტ პლატფორმის მხარდაჭერის ექსპერტი) და მენეჯერის ასისტენტი – ასისტენტი, დოქტორი ლავინია ისტრატი მაკაროვი), სემინარს ასევე ესწრებოდნენ პროექტის სხვა წევრები, „ოვიდიუსის“ უნივერსიტეტის წამომადგენლები, სოფლის მეურნეობის დარგის პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ფერმერები, სტუდენტები, მდგრადი სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროს სპეციალისტები, რუმინეთის სხვა უნივერსიტეტების პროფესორები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარეები, სულ 100-ზე მეტი პირი.

სემინარი მიმდინარეობდა ერთი დღის განმავლობაში. კითხვა-პასუხის სესიაზე მონაწილეებისგან უკუკავშირის მიღების შემდეგ, გაიმართა AGREEN პლატფორმის პრაქტიკული ტესტირების სესიები.

პროგრამა ინგლისურ და რუმინულ ენებზე იხილეთ ქვემოთ.

PROGRAM si Invitatie WORKSHOP AGREEN – UOC 23 MART 2022 – EN

Loading