AGREEN ამზადებს სპეციალიზებულ ტრენინგ კურსს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ახალგაზრდა მწარმოებლებისთვის, რომლებიც კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული.

AGEEN-ის პროექტის ტრენინგ-კურსი „წარმოება შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში“ შემუშავების პროცესშია. 2022 წლის 17 მარტს ჩატარდა ონლაინ სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორების მიერ კურსის დამუშავების მიზნით შერჩეული ექსპერტები. სემინარის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სილაბუსის დასრულება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება პარტნიორი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკა და მოთხოვნები და საფუძვლად დაედება კურსის მასალებს. კონსორციუმის მიზანია კურსისთვის ისეთი ფორმატისა და სტრუქტურის შერჩევა, რომელიც იქნება აღქმადი და პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო და სასწავლო სისტემებზე მორგებული.

სემინარის მიმდინარეობისას პარტნიორები შეთანხმდნენ, თუ რა ტიპის მასალები უნდა მომზადდეს ტრენინგისათვის, როგორი ფორმებით მოხდეს ამ მასალების მიწოდება და როგორ უნდა განაწილდეს სასწავლო საათები მოდულების მიხედვით. აგრეთვე იმსჯელეს შემდგომი ტრენინგ კურსის შესაძლებლობებზე. ამ მომენტისთვის მკვლევრებმა განსაზღვრეს კურსის ფარგლებში შესამუშავებელი ძირითადი მოდულები, რომლებიც არის შემდეგი:

  • კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფცია და მიდგომა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში
  • კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი აგრო-სასურსათო ღირებულებათა ჯაჭვები
  • მდგრადი მეურნეობების მართვა
  • კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება
  • მდგრადი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მარკეტინგი
  • საერთაშორისო ვაჭრობა და თანამშრომლობა

კურსის მთლიანი ხანგრძლივობა იქნება 30 საათი. სასწავლო მასალები დამუშავდება და ხელმისაწვდომი იქნება AGREEN ინტერნეტ პლატფორმაზე მომდევნო თვეებში. თვალი ადევნეთ სიახლეებს!

Loading