კონფერენცია „დედამიწის – ჩვენი ყოველდღიური პლანეტის დღე“ კონსტანცაში, ოვიდიუსის უნივერსიტეტში

2022 წლის 13 აპრილს, ჩვენმა რუმინელმა პარტნიორმა – კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტმა, საბუნებისმეტყველო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აღნიშნა „დედამიწის – ჩვენი ყოველდღიური პლანეტის დღე“.

ღონისძიების მიზანი იყო ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ ყველა ჩვენგანისთვის.

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე საინტერესო პრეზენტაციების გარდა, ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი „პრაქტიკის საზოგადოების“ შექმნას AGREEN პროექტის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, რუმინეთის „პრაქტიკის საზოგადოების“ კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ირინა მოისმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი „პრაქტიკის საზოგადოების“  შექმნის მნიშვნელობას მწვანე და კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში მოღვაწე მწარმოებლების, აგრომწარმოებლების და აგრეთვე ამ პროექტის პარტნიორი ქვეყნების მწარმოებლების მიერ. ამგვარ საზოგადოებაში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ უფრო ადვილად გაუზიარონ ერთმანეთს სასარგებლო გამოცდილება ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტების წარმოების შესახებ და ამავდროულად, მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია გაყიდვის ადგილობრივი წერტილების შესახებ.

დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივი მწარმოებლის, Moesis Piccolo Angelo-ს დამფუძნებელის, ქ-ნ. პაულა ვალსის პრეზენტაციამ რუმინული სასურსათო პროდუქტების შესახებ. ეს კომპანია ორიენტირებულია დობრუჯაში ხარისხიანი სასურსათო პროდუქტების წარმოებაზე. ამ პროდუქტებიდან ზოგიერთი უკვე ტრადიციული პროდუქტი გახდა.

გარდა ამისა, მონაწილეებმა ნოროფერტჯგუფის წარმომადგენლისგან შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება დაიცვან ნიადაგი კულტურული მცენარეების ეკოლოგიური პროდუქტებით დამუშავებით, რაც გარემოსაც დაიცავს და ნიადაგში მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებსაც, და მოსავალიც უფრო ჯანმრთელი იქნება.

აღსანიშნავი და მეტად სასიამოვნო მომენტია ის, რომ ახალგაზრდა აგრომწარმოებლები (კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სტუდენტები და ახლად კურსდამთავრებულები) მეტად აქტიურობდნენ ღონისძიებაზე და მონაწილეებს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სფეროში საკუთარი დაკვირვებებისა და კვლევების შედეგებს უზიარებდნენ. მათ წარმოადგინეს აგრარული წეს-ჩვეულებებისა და რელიგიური შეხედულებების კრებული დობრუჯას რაიონიდან და მის ფარგლებს გარედან, კვლევა დობრუჯაში მეცხოველეობის სექტორის განვითარების შესახებ, ნიადაგის თვისებების გაუმჯობესების საკითხი მცენარეებისა და ნიადაგის დასამუშავებლად ეკოლოგიური პროდუქტების გამოყენებით, აგრეთვე აღნიშნულ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევა ფუტკრის, როგორც გარემოს ხარისხის ინდიკატორის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, ღონისძიებას ფიზიკურად მრავალი ადამიანი ესწრებოდა. ოვიდიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობდნენ ტრადიციული რუმინული პროდუქტების მწარმოებლები და ნიადაგის დაცვის სფეროს ეკონომისტები.

Agenda EN

Loading