პირველი საველე გასვლა თურქეთში განხორციელდა 2022 წლის ივნისში

AGREEN პროექტის ფარგლებში საველე გასვლის პირველ დღეს, პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ თურქეთში, თეკირდაღის რეგიონში, ექსპერიმენტული ნაკვეთების ადგილზე სანახავად. პირველ დღეს ასოციაცია DABS-ის (ბულგარეთი), ტეკიდარგის ნამუკ კემალის უნივერსიტეტის (TKNU) (თურქეთი) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ (საქართველო) წარმომადგენლებმა, ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოდელები წარმოადგინეს. გარდა ამისა, მასპინძელი პარტნიორის, TKNU-ს სახელით, პროფესორმა, დოქტორმა ფატიჰ კონუკჩუმ მონაწილეებს თურქეთის სოფლის მეურნეობის ისტორია და თრაკიის რეგიონის თანამედროვე სოფლის მეურნეობის სპეციფიკა გააცნო.

დღის მეორე ნახევარში და მეორე დღეს მონაწილეები ეწვივნენ თეკირდაღის მევენახეობის კვლევით ინსტიტუტს, TNKU Ziraat Biyotek-ს (სასოფლო-სამეურნეო ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი) და მოინახულეს თურქეთის მოდელი და იქ არსებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მდგომარეობა. საველე მუშაობის შემდეგ, ვიზიტი ადგილობრივ მონაწილეებთან აზრთა გაცვლის სამუშაო სესიით დასრულდა, რომლის დროსაც გაიმართა დისკუსიები და ერთმანეთს გაუზიარეს დაკვირვებების შედეგად გამოტანილი დასკვნები.

Loading