„ადგილობრივი ბიზნეს სემინარები, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მდგრადი მწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ინტერნეტ პლატფორმის წარსადგენად“

კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ფაკულტეტი გეპატიჟებათ ადგილობრივ ბიზნეს სემინარზე, სადაც წარმოდგენილი იქნება შავი ზღვის აუზის ქვეყნების მდგრადი მწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ინტერნეტ პლატფორმა (AGREEN პლატფორმა). სემინარი ორგანიზებულია AGREEN პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი“  ფარგლებში.

სემინარი ჩატარდება 11:00-დან 20:00 -მდე, ნახევარსაათიანი შესვენებით 14:30-დან15:00-მდე.

შემოგვიერთდით და შეიძინეთ ლექტორების მიერ შემოთავაზებული ცოდნა!

სემინარი ჩატარდება ოთხშაბათს, 2022 წლის 23 მარტს, დილის 11 საათიდან, ფიზიკურ გარემოში და ონლაინ. სემინარის ჩატარების ადგილია Constanta, Bd. Mamaia # 124, ოთახი E21.

ონლაინ დასწრებისთვის ისარგებლეთ ბმულით. შეხვედრის დღის წესრიგს გაეცანით ინგლისურ ენაზე.

Invitation and Agenda for local workshop for presenting the platform in EN

Loading