თურქეთში AGREEN პროექტის ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა 2021 წლის 24 მარტს ჩატარდა

ღონისძიება ჩატარდა ონლაინ რეჟიმში და ეს იყო პირველადი საჯარო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა AGREEN პროექტის და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის კონცეფციის გაცნობას დაინტერესებული მხარეებისთვის თურქეთში.
პროექტი AGREEN: “ტრანს-სასაზღვრო ალიანსი შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობისათვის” ექვსი პარტნიორის მიერ ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, რუმინეთი და თურქეთი) ერთობლივად ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ერთობლივი ოპერაციული პროგრამით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის „შავი ზღვის აუზი 2014-2020“-ის ფარგლებში და თანადაფინანსებულია და მონაწილე ქვეყნების მიერ: სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვას რესპუბლიკა, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

Loading