AGREEN–ის ექსპერტები შეიკრიბნენ 19 თებერვალს მესამე სამუშაო პაკეტის GA T3 დასაწყებად

AGREEN–ის ექსპერტები შეიკრიბნენ 19 თებერვალს, რათა განეხილათ მესამე სამუშაო პაკეტი GA T3 – შავი ზღვის აუზში კლიმატ-გონივრულ სოფლის მეურნეობაში ინტერნეტ კავშირის გამოყენება ინფორმაციის გაცვლისა და სწავლისათვის. აქტივობათა ამ ჯგუფის მიზანია ინფორმაციის გაცვლის, ერთმანეთისგან სწავლებისა და ინტერნეტ კავშირის გაუმჯობესების გზით თანამშრომლობის გაძლიერება მეწარმეებსა და პროფესიონალებს შორის, რომლებიც შავი ზღვის რეგიონში კონსერვაციითა და მდგრადი სოფლის მეურნეობით არია დაკავებულნი.
სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები AGREEN ინტერნეტ პლატფორმის სტრუქტურის შესახებ. საუბრები მიზნად ისახავდა ყველა პარტნიორის მოლოდინისა და იდეების გარკვევას მომსახურების პორტფელის შესახებ. ჩვენთან ერთად იყო პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერდა ექსპერტების მუშაობას და სთავაზობდა შესაძლო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს.

პლატფორმა ფუნქციონირებას 2021 წლის ბოლოსთვის დაიწყებს.

Loading