News GR

Events GR News GR

პირველი საველე გასვლა თურქეთში განხორციელდა 2022 წლის ივნისში

AGREEN პროექტის ფარგლებში საველე გასვლის პირველ დღეს, პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ თურქეთში, თეკირდაღის რეგიონში, ექსპერიმენტული ნაკვეთების ადგილზე სანახავად. პირველ დღეს ასოციაცია DABS-ის (ბულგარეთი), ტეკიდარგის ნამუკ კემალის უნივერსიტეტის (TKNU) (თურქეთი) და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ (საქართველო) წარმომადგენლებმა, ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში შემუშავებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოდელები წარმოადგინეს. გარდა ამისა, მასპინძელი პარტნიორის, TKNU-ს სახელით, პროფესორმა, დოქტორმა ფატიჰ კონუკჩუმ მონაწილეებს თურქეთის სოფლის მეურნეობის ისტორია და თრაკიის რეგიონის თანამედროვე სოფლის მეურნეობის სპეციფიკა გააცნო.
Events GR News GR

AGREEN ინტერნეტ პლატფორმის პრეზენტაციის მიზნით 9 ივნისს 2022 ბულგარეთში ადგილობრივი ბიზნეს-სემინარი გაიმართა

9 ივნისს ასოციაცია DABS-მა ინტერნეტ პლატფორმის პოპულარიზაციის მიზნით 9 ივნისს 2022 ბულგარეთში ადგილობრივი ბიზნეს-სემინარი გამართა.
Events GR News GR

პირველი საველე გასვლა ბულგარეთში

30 და 31 მაისს პროექტის პარტნიორები შეიკრიბნენ დობრიჩში, ბულგარეთში, პირველი საველე გასვლისთვის - ექსპერიმენტისთვის შერჩეული სამოდელო კულტურების დასათვალიერებლად. 2 დღიან ღონისძიებას, რომელსაც პროექტის პარტნიორებისა და პროექტის გუნდის წევრების მიერ დანიშნული „პრაქტიკის საზოგადოების“ კოორდინატორები ესწრებოდნენ, წამყვანი პარტნიორი - დობრუჯის აგრარული და ბიზნეს სკოლა მასპინძლობდა. ვიზიტის პირველ დღეს ბულგარეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ჩამოსულმა პარტნიორებმა წარმოადგინეს მათ მიერ შემუშავებული კულტურათა მოდელები და ამ მოდელების გამოცდის შედეგები, აგრეთვე განსახორციელებელი მომდევნო ეტაპები და სავარაუდო შედეგებთან დაკავშირებული მოლოდინები.
News GR

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ინოვაციური ქსელური ინსტრუმენტებით

ოთხშაბათს, 2022 წლის 4 მაისს, AGREEN ევროპული პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი“  ფარგლებში, ნოეზისის სამეცნიერო ცენტრსა და ტექნოლოგიების მუზეუმში, გაიმართა შეხვედრა სახელწოდებით „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ინოვაციური ქსელური ინსტრუმენტებით“. შეხვედრამ, რომელიც ორგანიზებული იყო ანატოლიკი ს. ა. / ადგილობრივი განვითარების ორგანიზაციის მიერ, ვასილიკას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან თანამშრომლობით წარმატებით ჩაიარა.
Articles GR News GR

კონფერენცია „დედამიწის – ჩვენი ყოველდღიური პლანეტის დღე“ კონსტანცაში, ოვიდიუსის უნივერსიტეტში

2022 წლის 13 აპრილს, ჩვენმა რუმინელმა პარტნიორმა - კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტმა, საბუნებისმეტყველო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აღნიშნა „დედამიწის - ჩვენი ყოველდღიური პლანეტის დღე“.
Articles GR News GR

22 აპრილი – დედამიწის დღე, გაუფრთხილდით ბუნებას ყოველ დღე!

კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ კონფერენციაზე „დედამიწა - ჩვენი ყოველდღიური პლანეტა“ მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ორგანიზებულია AGREEN პროექტის „შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობის ტრანსსასაზღვრო ალიანსი“ ფარგლებში.
Articles GR News GR

პროექტის მე-4 SEC სემინარი და COP კოორდინატორთა შეხვედრა

პროექტის მე-4 SEC სემინარი და COP კოორდინატორთა პირადი შეხვედრა გაიმართა მარტის ბოლოს რუმინეთში, Universitatea „Ovidius” din Constanța -ში
Events GR News GR

ადგილობრივი ბიზნეს სემინარი, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში მდგრადი მწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ინტერნეტ პლატფორმის წარსადგენად

გუშინ, 2022 წლის 23 მარტს, კონსტანცას „ოვიდიუსის“ უნივერსიტეტში გაიმართა მდგრადი აგრომწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ინტერნეტ პლატფორმის (AGREEN პლატფორმა) საპრეზენტაციო ადგილობრივი ბიზნეს სემინარი. 
Events GR News GR

ადგილობრივი ბიზნეს სემინარი მდგრადი სოფლის მეურნეობის მწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ ინტერნეტ პლატფორმაზე

გუშინ, 2022 წლის 23 მარტს, კონსტანცას "ოვიდიუსის" უნივერსიტეტში გაიმართა ლოკალური ბიზნეს სემინარი მდგრადი სოფლის მეურნეობის მწარმოებლების თანამშრომლობისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ ინტერნეტ პლატფორმაზე (AGREEN Platform).
Articles GR News GR

AGREEN ამზადებს სპეციალიზებულ ტრენინგ კურსს შავი ზღვის აუზის ქვეყნების ახალგაზრდა მწარმოებლებისთვის, რომლებიც კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული.

AGEEN-ის პროექტის ტრენინგ-კურსი „წარმოება შავი ზღვის აუზის ქვეყნების კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში“ შემუშავების პროცესშია. 2022 წლის 17 მარტს ჩატარდა ონლაინ სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორების მიერ კურსის დამუშავების მიზნით შერჩეული ექსპერტები. სემინარის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სილაბუსის დასრულება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება პარტნიორი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის სპეციფიკა და მოთხოვნები და საფუძვლად დაედება კურსის მასალებს.