[vc_row][vc_column][vc_column_text]
22-25 ნოემბერს, დობრუჯას აგრარული და ბიზნესის სკოლის (DABS) მასპინძლობით, პროექტ „სასაზღვრო ალიანსი კლიმატგონივრული და მწვანე სოფლის მეურნეობისთვის შავი ზღვის აუზში“ /AGREEN/, ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა. საერთაშორისო ტრენინგი, რომლის სამუშაო თემად შეირჩა „მეწარმეობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისთვის (CSA) შავი ზღვის აუზში (BSB)“, ჩატარდა დობრიჩში (ბულგარეთი) და მასში მონაწილეობდნენ 6 ქვეყნის – ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, საქართველოსა და საბერძნეთის – სოფლის მეურნეობის სპეციალისტები (თითო ქვეყნიდან ესწრებოდა სულ ცოტა, სამი წარმომადგენელი) – ახალგაზრდა ფერმერები, სოფლის მეურნეობის პრაქტიკოსები, სასოფლო-სამეურნეო პრობლემატიკით დაინტერესებული დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, აგრარულ სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და ბიზნესმენები. რამდენიმე სპეციალისტი სომხეთიდან ტრენინგის მუშაობაში ონლაინ ვიდეო-კონფერენციის საშუალებით მონაწილეობდა.
[pdf-embedder url=”https://agreen-project.eu/wp-content/uploads/2023/02/PP4_D.C.3.1_AGREEN_e-news-Releases-No.3-Training-BG-02.12.2023-GE.pdf” title=”PP4_D.C.3.1_AGREEN_e-news Releases-No.3-Training-BG-02.12.2023 (GE)”] [/vc_column_text][/vc_column][/vc_row]